სენაკი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 28,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მიხა ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.
სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურებების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად, ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და სერებს. სენაკის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანესი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30მ-ს აღწევს. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან. რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს. მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მდინარის კალპოტი ვიწროა და კლაკნილი, ჭორომები ზოგან ჩანჩქერებს ქმნიან. მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა, მას წყალმოვარდნაც ახასიათებს. მდინარე ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები: ფიცუ, ნახური, ჩხარი, ფაქვა, მენჯი, უჩაღელუ, ეკუსკირი.
ს ენაკს აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტისსოფელ წყემს აღმოსავლეთით, დასავლეთით — ხობის მუნიციპალიტეტს მდინარე ხობისწყალთან, უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტსსოფელ ახუთთან, სამხრეთით — ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.
სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - კურორტის თემში.სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით,რომელთაგან აღსანიშნავია მინერალური და კასტრული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში,
სენაკი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას.1884 წელს ძველ სენაკში გაიხსნასათავადაზნაურო სასწავლებელი. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა,პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია,კონსტანტინე გამსახურდია.სენაკში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა,შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვები...1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

No comments:
Post a Comment